საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 28/02/2020

ბრძანების N::

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 3

28.02.2020

დღის წესრიგი:  

  1. სამაგისტრო ნაშრომის გზამკვლევის დამტკიცება 
  2. თ. გოგოტიშვილის წერილის განხილვა
  3. ოკუპაციური თერაპიის საბაკალვრო პროგრამის დამტკიცება რეაკრედიტაციისთვის 
  4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიში 
  5. აკადემიური კეთილსინდისიერების კომისიის შექმნა 
  6. ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის საგამოცდო პერიოდის დროზე ადრე  დასრულება 
  7. სხვა.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, ია კუტალაძე, მზია წერეთელი

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, თამარ აბაშიძე, ეკატერინე ფირცხალავა, ლილი ხეჩუაშვილი, შორენა მამუკაძე, მაია მესტვირიშვილი, ლუიზა არუთინოვა, თეონა ლოდია

ასისტენტ პროფესორები:

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: 

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ეთერ ღვინერია, ზაქარია ქიტიაშვილი

სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები:

ქეთევან ცანავა, დიანა ზვიადაძე.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 18  წევრი

განიხილეს:

1. სამაგისტრო ნაშრომის გზამკვლევის დამტკიცება 

პროფ. ლ. სურმანიძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილია სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურის პროექტი ახალი მოთხოვნების შესაბამისად. მან მოახსენა საბჭოს წევრებს, რომ: ეს პროექტი საუნივერსიტეტო მოთხოვნების საფუძველზე შემუშავდა ასოც. პროფ. მ. მელიქიშვილისა და მის მიერ. ცვლილებები ძირითადად შეეხო შეფასების სისტემას, კერძოდ: ახალი მოთხოვნებით, რეცენზენტი აღარ აფასებს ქულებით, ის აფასებს იმას, თუ რამდენად აკმაყოფილებს ნაშრომი სამაგისტრო ნაშრომის მიმართ არსებულ კრიტერიუმებს. ეს კრიტერიუმები საფაკულტეტო სტანდარტის ახალ ვერსიაში გაწერილია. ასევე, საბოლოო შეფასებაში არ შედის ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელის შეფასება - ის აღარ აფასებს და მხოლოდ წერილობით ადასტურებს იმას, რომ სამაგისტრო ნაშრომი მზად არის დაცვისთვის. შესაბამისად, სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისია აფასებს პრეზენტაციას, ითვალისწინებს რეცენზენტის მოსაზრებებს და წერს საბოლოო შეფასებას სტანდარტული შეფასების - 100-ქულიან სისტემაში.

აზრი გამოთქვეს:

ასოც. პროფ.მ. მელიქიშვილმა ყურადღება გაამახვილა ნაშრომის სათაურის, ხელმძღვანელის დაფიქსირების ვადებზე და კოლეგებს სთხოვა მოსაზრებების გამოთქმა.

ასოც. პროფ. ე. ფირცხალავამ აღნიშნა, რომ ერთი სემესტრი მას საკმარისად არ მიაჩნია სამაგისტრო ნაშრომის მოსამზადებლად და მაგისტრანტი პრაქტიკულად კვლევაზე მუშაობას უფრო ადრე იწყებს, შესაბამისად ვადების საკითხი კიდევ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი რეალობების გათვალისწინებით.

პროფესორმა ლ. სურმანიძემ საბჭოს შესთავაზა ვადები საბოლოო დოკუმენტში შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:

პუნქტი 7.1 სამაგისტრო ნაშრომი ფაკულტეტის ადმინისტრაციას წარედგინება დაცვამდე 15 დღით ადრე.

პუნქტი 8.4 ე. რეცენზენტს ნაშრომი უნდა გადაეცეს დაცვამდე არაუგვიანეს 1 კვირით ადრე.

საბჭოს მდივანმა ი. ჟვანიამ დააყენა კენჭისყრაზე აღნიშნული წინადადებები.

საბჭომ კენჭი უყარა სამაგისტრო ნაშრომის გზამკვლევის დამტკიცებას.

მომხრე: 18

წინააღმდეგი:0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს სამაგისტრო ნაშრომის გზამკვლევი - სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის, დაცვის და შეფასების პროცედურა

2. თ. გოგოტიშვილის წერილის განხილვა

საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ. გაგოშიძემ საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია წერილის შესახებ, რომელიც ეხება ეროვნული სამეცნიერო ფსიქოლოგიური სკოლის აღდგენის პროცესის დასრულებას და ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნის საკითხს. წერილს ხელს აწერს ფსიქოლოგი თ. გოგოტიშვილი. მან საბჭოს წევრებს გააცნო წერილის შინაარსი და სთხოვა აზრის გამოთქმა ამ საკითხთან დაკავშირებით.

აზრი გამოთქვეს: ასოც. პროფ. ი. ჟვანიამ აღნიშნა რომ ამ საკითხის განხილვა ფაკულტეტის საბჭოს კომპეტენციაში არ უნდა შედიოდეს. მისი აზრით, თსუ დებულებით, ყველა საუნივერსიტეტო სტრუქტურული ერთეული, მათ შორის, სამეცნიეროც, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, ხოლო მათთან შესაბამისობის დადგენა იურიდიული სამსახურების პრეროგატივაა და არა აკადემიური პერსონალისა. პროფ. ლ. სურმანიძე დაეთანხმა ი. ჟვანიას, მან აღნიშნა, რომ სამეცნიერო სტრუქტურა, რომელიც განახორციელებს სამეცნიერო საქმიანობას,  თსუ-ში  შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ან დამხმარე სამეცნიერო ერთეულის სახით. ერთი ფორმა დამოუკიდებელი საუნივერსიტეტო ინსტიტუტია, მეორე - ფაკულტეტთან არსებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ის უნდა აკმაყოფილებდეს  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიმართ წაყენებულ კრიტერიუმებს, მაგალითად, ბოლო 5 წლის განმავლობაში ,,Scopus“ ან ,,Web of Science” ან ,,ERIH”-ში ინდექსირებული სამეცნიერო პუბლიკაციების ფარდობითი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3.0-ისა. ასეთი შესაბამისობები დადგენილ და დაზუსტებულ უნდა იქნას. პროფ. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ასევე დასაზუსტებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვალსაზრისი, რამდენადაც  აღნიშნული ინსტიტუტი ამჟამად მის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.  ასოც. პროფ. ლ. ხეჩუაშვილმა ხაზი გაუსვა საკითხს დაფინანსების შესახებ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს სახელმწიფო საბიუჯეტო მიზნობრივი (მათ შორის, პროგრამული) დაფინანსების არსებობა და ამ საკითხის დაზუსტება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნია, რამდენადაც, მისი აზრით,  ფაკულტეტის საკმაოდ შეზღუდული ბიუჯეტი ინსტიტუტის დაფინანსებას ვერ შეძლებს. პროფესორები შეეხნენ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის საკითხსაც.

საბჭოს სხდომაში მონაწილე წევრთა ერთსულოვანი აზრით, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს არაფერი ექნება საწინააღმდეგო ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში შემოსვლის   დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სახით. მაგრამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა უნდა დაეფუძნოს ასეთი ინსტიტუტის მიმართ თსუ წესდებით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების მოთხოვნას და პროცედურებს, რაც სცილდება ფაკულტეტის უფლებამოსილებას.  

3. ოკუპაციური თერაპიის საბაკალვრო პროგრამის დამტკიცება რეაკრედიტაციისთვის 

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მანანა მელიქიშვილმა  საბჭოს

წევრებს მოახსენა, რომ ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა მზადაა

რეაკრედიტაციისთვის. პროგრამა მომზადდა ახალი მოთხოვნების მიხედვით, გაიწერა ყველა

კომპონენტი და სილაბუსები. საბჭოს წევრებს დაგზავნილოი ჰქონდათ ოკუპაციური თერაპიის

საბაკალავრო პროგრამის გამზადებული მასალები.

აზრი გამოთქვეს: პროფ. თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი

სასწავლო წლისთვის მოესწროს აკრედიტაცია, რადგან ოკუპაციურ თერაპევტებზე მოთხოვნა

ძალიან დიდია.

ასოც. პროფ. ლილი ხეჩუაშვილმა აღნიშნა, რომ საინტერესო პროგრამაა, შედეგები კარგად არის

გაწერილი და ზოგადად პრაქტიკულად ორიენტირებული პროგრამაა, რომელიც კარგად

იყენებს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს. 

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა ირინე ჟვანიამ დააყენა კენჭისყრაზე ოკუპაციური თერაპიის ახალი საბაკალავრო პროგრამა დასამტიცებლად.

კენჭი უყარეს და ერთხმად დაატკიცეს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა და რეაკრედიტაციისთვის გადაეცეს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს განსახილველად.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიში 

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მანანა მელიქიშვილმა წევრებს მოკლედ გააცნო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობის 2019-2020 წლის ანგარიში. მან აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებს წიუნასწარ დაეგზავნათ მისი მომზადებული ანგარიში და მზადაა შეკითხვებზეც გასცეს პასუხი. მან მოახსენა საბჭოს, რომ რეაკრედიტაციისთვის რეაკრედიტაციისთვის მომზადდა 2 პროგრამა: მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ  მიიღო სრული უპირობო აკრედიტაცია 4 წლის ვადით (№ 247; 17.12.2019); განათლების მეცნიერებები, სამაგისტრო პროგრამამ  მიიღო სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით (№ 262; 19.12.2019); ასევე მომზადდა ახალი სამაგისტრო პროგრამა „მასწავლებელთა განათლება“.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისიხის უზრუნველყოფის სამსახურმა შეაფასა საგანმანათლებლო პროგრამებში განხორციელებული სტრუქტურული და სასწავლო კურსების შინაარსობრივი ცვლილებები, გაუმჯობესების მიზნით მომზადებული შესაბამისი წინადადებები გააცნო პროგრამის ხელმძღვანელებსა და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ პერსონალს, ასევე, პროგრამის განხორციელებით დაინტერესებულ სხვა მხარეებს.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობდა ფაკულტეტის მიერ აკრედიტაციაზე წარდგენილი პროგრამების თვითშეფასების  პროცესში, შესაბამისი დოკუმენტების პროექტების განხილვაში, თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტის დროს დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების, ექსპერტებთან გასაუბრებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ცენტრალური ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ორჯერ განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამების შიდა შეფასების/მონიტორინგის ვიზიტები მოწვეული ექსპერტთა ჯგუფების მიერ. ივნისის თვეში შეფასდა ორი სასწავლო პროგრამა: დაწყებითი საფახურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო–სამაგისტრო პროგრამა და გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა. საექსპერტო ჯგუფის დასკვნები გადაეგზავნათ პროგრამის ხელმძღვანელებს. 

ნოემბრის თვეში განხორციელდა ექსპერტთა ვიზიტი, რომლითაც  შეფასდა ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო და ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური) სამაგისტრო პროგრამები. საექსპერტო ჯგუფის დასკვნები გადაეგზავნათ პროგრამის ხელმძღვანელებს.  მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა სამომავლო გეგმები პროგრამების განვითარების მიზნით.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ჩამოყალიბების დაგეგმილ ღონისძიებებში.  „Turnitin“-ის პროგრამით თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შემოწმდა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში შესრულებული ნაშრომები, სულ 69 სამაგისტრო ნაშრომი.

ასოც. პროფ. მანანა მელიქიშვილმა საბჭოს ასევე მოახსენა სტუდენტთა გამოკითხვის ზოგადი შედეგები, რადგანაც  ინფომაცია ინდივიდუალურად დაეგზავნა ყველა პროფესორს.

საბჭომ იმსჯელა ხარისხის უზურნველყოფის სამსახურის უფროსის ანგარიშზე და ერთხმად დაატკიცა.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0.

5.აკადემიური კეთილსინდისიერების კომისიის შექმნა 

დეკანის მოადგილემ სამეცნიერო დარგში საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ სტუდენტის მიერ ელექტრონულ ფორმატში წარმოდგენილი ნაშრომი უნდა შემოწმდეს პლაგიატზე, რაც ხდება ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ეს მოთხოვნა არსებობს სამივე დონის ნაშრომების მიმართ. დეტალურად პლაგიატზე შემოწმების პროცედურები გაწერილია სამაგისტრო პროექტი/ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურაში და შეგიძლიათ იხ. მუხლი 6.  აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატი.

შესაბამისად, ფაკულტეტმა უნდა შექმნას აკადემიური კეთილსინდისიერების საგანგებო კომისია, რომელიც იმუშავებს საჭიროების (მაგალითად, პლაგიატის არსებობაზე ეჭვის გაჩენის) შემთხვევაში. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ კომისია 3 პროფესორის შემადგენლობით. მე გთავაზობთ შემდეგ კანდიდატურებს: ასოც. პროფ. მ. მელიქიშვილი, ასოც. პროფ. მ. მესტვირიშვილი, ასოც. პროფ. ზ. ქიტიაშვილი.

საბჭოს მდივანმა, ასოც. პროფ. ი. ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა აკადემიური კეთილსინდისიერების საგანგებო კომისიის კანდიდატურები: ასოცირებული პროფესორები: მ. მელიქიშვილი, მ. მესტვირიშვილი და ზ. ქიტიაშვილი.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: შეიქმნას აკადემირუი კეთილსინდისიერების საგანგებო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ასოც.პროფ. მ. მელიქიშვილი, ასოც.პროფ. მ. მესტვირიშვილი და ასოც.პროფ.  ზ. ქიტიაშვილი.

6. ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის საგამოცდო პერიოდის დროზე ადრე  დასრულება 

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს გააცნო ოკუპაციური თერაპიის სტუდენტების განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის  აკრედიტაციის ვადა იწურება 1 ივლისს, რაც სასესიო პერიოდს ემთხვევა. ამიტომ აღნიშნული პროგრამის სტუდენტები დასკვნითი გამოცდების შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარებას ითხოვენ, რათა სემესტრი დასრულდეს აკრედიტაციის რეჟიმში.  ახალი სასწავლო პროცესის ვადების მიხედვით ,,სააუდიტორიო’’ მეცადინეობები სრულდება 27 ივნისს, ხოლო საგამოცდო პერიოდი 5 აგვისტომდე გრძელდება.

ამ რეალობიდან გამომიდინარე საჭიროა 15 კვირის ნაცვლად (27 ივნისი) ოკუპაციური თერაპიის პროგრამისთვის სასწავლო პროცესი შემჭიდროვებულ ვადებში გაგრძელდეს 15 ივნისამდე. ამაზე არსებობს სტუდენტების თანხმობები.

საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ საკითხს:

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი შემჭიდროვებულ ვადებში, 15 ივნისს დასრულდეს.

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე 

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია